საბერძნეთის მთავრობა გეგმავს, ექიმებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს

22:28, 08.06.2021

საბერძნეთის მთავრობა გეგმავს, რომ ექიმებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიტოცაკისმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობის ვაქცინაციის აუცილებლობაში დარწმუნებას შეეცდება და ერთ-ერთ ვერსიად ხელისუფლება ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს. მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 1 339 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში ვირუსის 411 534 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12 231 ადამიანი.

მსგავსი