საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, ლტოლვილთა ბანაკები სხვაგან გადაიტანოს
საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, ლტოლვილთა ბანაკები სხვაგან გადაიტანოს

საბერძნეთის კუნძულების ლესბოსის, ჩიოსისა და სამოსის მცხოვრებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ლტოლვილთა ბანაკები სხვა ტერიტორიაზე გადაიტანონ.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ამჟამად 16 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. ხელისუფლებამ კი, ვალდებულება აიღო, სექტემბრამდე მათი რიცხვი 10 ათასამდე შეემცირებინა.

მხოლოდ მორიას ბანაკში, რომელიც ორი ათასამდე ადამიანზე არის გათვლილი, 5 500 თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს. არასაკმარისი ოდენობით სასმელი წყალი და ელექტროენერგია ბანაკში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობასაც წარმოშობს.

საბერძნეთის კუნძული ლესბოსი ერთ-ერთი პირველი პუნქტია, სადაც ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები გადაჰყავთ.