საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იძულებით გადაადგილებულთა ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავდა მას შემდეგ, რაც ოთხი დღის წინ კუნძულზე უმსხვილესი მიგრაციული ბანაკი დაიწვა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც დემონსტრაციის ასობით მონაწილემ პორტისკენ მიმავალ გზაზე მსვლელობას აწყობდა. აქციის მონაწილეები მათი კვლავ კარვების ბანაკში განთავსებას აპროტესტებდნენ. ამჟამად ადგილობრივი ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ახალ ბანაკს აშენებს.

ხანძარი კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტთა ბანაკში 9 სექტემბერს გაჩნდა და კარვების ქალაქი გაანადგურა. ლესბოსზე მდებარე მორიას მიგრანტთა ბანაკს 12 ათასზე მეტი ადამიანი აფარებდა თავს, რომლებიც ამჟამად თავშესაფრის აგრეშე დარჩნენ. მიგრანტთა ბანაკში ხანძრის გამო, საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს ევროკავშირის 10 ქვეყანა მიიღებს.