საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

11:28, 09.09.2025

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულის, ევბეის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ძლიერი ბიძგები დედაქალაქ ათენშიც იგრძნობოდა.

ქალაქ მარათონის მერის, სტერგიოს ცირკასის განცხადებით, ამ დროისათვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი