საბერძნეთის კულტურის მინისტრი - აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაციაა
საბერძნეთის კულტურის მინისტრი - აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაციაა

საბერძნეთის კულტურის მინისტრი ლინა მედონი აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ცივილიზებული სამყაროსთვის ღია პროვოკაციაა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ერდოღანის პოლიტიკურ ნებას მოჰყვა, არის ღია პროვოკაცია ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელიც აღიარებს ამ მონუმენტის უნიკალურ ღირებულებას და მის საყოველთაო ბუნებას“- განაცხადა კულტურის მინისტრმა, ლინა მედონიმ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

მანამდე, თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არაერთხელ გამოსულა. სასამართლოში შეტანილი სარჩელის ავტორი კი, ადგილობრივი რელიგიური ასოციაცია იყო, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ქემალ ათათურქის გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდა.

დატოვე კომენტარი