საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, სინოდის ახალი განჩინება დღეს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.