საბერძნეთი კუნძულ ატიკაზე ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის
საბერძნეთი კუნძულ ატიკაზე ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

საბერძნეთი კუნძულ ატიკაზე ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის.

მადლობის წერილი საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელზე გამოაგზავნა.

“აღნიშნული სოლიდარობა გამოიხატა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ადამიანურმა მსხვერპლმა და მატერიალური ზიანის ფარგლებმა რთული გახადა, გავმკლავებოდით სიტუაციას. ყოველთვის სანუგეშო და გამამხნევებელია ჩვენთვის, ვიცოდეთ, რომ თქვენ თანაუგრძნობთ ყველა ადამიანს, რომელიც დაზარალდა აღნიშნული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას. ასეთი ჟესტები გვაძლევს საჭირო გამბედაობასა და სურვილს, გავაგრძელოთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და აღდგენის რთული ამოცანები. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერის გამო. მწამს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ბრწყინვალე თანამშრომლობა ანალოგიურად გაგრძელდება მომავალშიც”, – ნათქვამია საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნის იოანე კაპაკისის წერილში.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

დატოვე კომენტარი