საბერძნეთი ევროკავშირს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის პასპორტის შემოღებისკენ მოუწოდებს, რაც ქვეყნებს ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს
საბერძნეთი ევროკავშირს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის პასპორტის შემოღებისკენ მოუწოდებს, რაც ქვეყნებს ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს

საბერძნეთი ევროკავშირს მოუწოდებს, „კოვიდ-19“-ის ვაქცინის პასპორტი შემოიღოს, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ზაფხულში ტურისტული სეზონი ბევრად უსაფრთხოდ გახსნან.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა, ჰარი თეოკარისმაფაინანშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინის პასპორტის შემოღების საკითხი ევროკავშირისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

„ტურიზმის და ეკონომიკის გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო, რაც შეიძლება სწრაფად. ამის ნაცვლად კი ქვეყნები არსებულ მდგომარეობაზე უფრო არიან ფოკუსირებული. ევროკავშირმა დაუყონებლივ უნდა მიიღოს ვაქცინის სერტიფიკატი. ხალხმა რაც შეიძლება მალე უნდა იცოდეს, შეძლებენ თუ არა ზაფხულში შვებულებაში სადმე წასვლას“, – განაცხადა მინისტრმა.