საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მიგრანტებისა და ლტოლვილების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მიგრანტები და ლტოლვილები საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ.

სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან როგორც ბერძენი, ასევე თურქი სამართალდამცველები.

საბერძნეთში ამბობენ, რომ თურქი პოლიციელები ცრემლსადენი გაზის ავზებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, ბერძენი პოლიციელების შესავიწროვებლად ისვრიან, რათა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ მიგრანტებსა და ლტოლვილებს საზღვრის გადაკვეთა გაუადვილდეთ.

24 საათის განმავლობაში საზღვრის გადაკვეთის 1 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი დააკავეს.

მიგრანტების უმრავლესობა ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქეა.