საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა.