საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

დროშები დაეშვა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა შენობებზე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

დატოვე კომენტარი