საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე დროშები დაეშვა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს 75-მდე დიპლომატიური მისიების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი შესრულდა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.