საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.