საბავშვო ევროვიზიის წლევანდელ კონკურსს ესპანეთის წარმომადგენელი გახსნის
საბავშვო ევროვიზიის წლევანდელ კონკურსს ესპანეთის წარმომადგენელი გახსნის

საბავშვო ევროვიზია 2023-ზე პირველ ნომრად ესპანეთის წარმომადგენელი გამოვა. ამის შესახებ საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონიაზე გახდა ცნობილი.

დღევანდელ საღამოზე ასევე გაირკვა, რომ კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენელი, ხოლო ბოლო კონკურსანტი ნიდერლანდების წარმომადგენელი იქნება.

დღეს ნიცაში, საბავშვო ევროვიზიის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გამოვიდნენ კონკურსის მონაწილეები. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.

საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.