საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა
საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა

საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უმასპინძლა. შეხვედრაზე იმყოფებოდა საბავშვო ევროვიზიის ქართველი მონაწილე თამარ ედილაშვილიც.

მიღება პრეზიდენტის რეზიდენციის დათვალიერებით დაიწყო, რის შემდეგაც, ალექსანდრე ლუკაშენკო კონკურსანტებს გაესაუბრა, პროექტში მონაწილეობა მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა უკვე დიდი გამარჯვებაა.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.