საბავშვო ევროვიზიის 2022 წლის კონკურსში საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა.

კონკურსანტმა 203 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი გავიდა 180 ქულით.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა 161 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

2022 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სომხეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მერვე ნომრად გამოვიდა. საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.