საბავშვო ევროვიზიის 2021 წლის კონკურსში სომხეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა

2021 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა. კონკურსანტმა 224 ქულა მიიღო. მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს პოლონეთმა და საფრანგეთმა.

საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 163 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.

2021 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საფრანგეთმა უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტი მე-2 ნომრად გამოვიდა.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 19 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

დატოვე კომენტარი