საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს წარმომადგენლის, დავით ლომიძის სიმღერისა და კლიპის სატელევიზიო პრემიერა გაიმართა
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს პროექტის, „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული დავით ლომიძე წარადგენს, სიმღერით Sun On the Rooftops (მზე სახურავებზე).
საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა დღეს საქართველოს პირველ არხზე, გადაცემაში „დღე პირველ არხზე“ გაიმართა.
სიმღერის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა, ტექსტზე კი ირინა სანიკიძემ იმუშავა. საკონკურსო სიმღერაზე მუსიკალური კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე იზა ნადარეიშვილმა იმუშავა. მუსიკალურ რგოლში ქორეოგრაფია გიორგი ტორიაშვილს ეკუთვნის. მუსიკალური კლიპის გადაღება აჭარაში მიმდინარეობდა.
2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 24 ოქტომბერს მალტაში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი 23:00 საათზე შემოგთავაზებთ.