საბავშვო და რეგიონული პერიოდული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია
საბავშვო და რეგიონული პერიოდული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ ჩატარებული კონკურსის – „საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა“ შედეგები ცნობილია. ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

2021 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ოთხი პროექტი:

1. საბავშვო ჟურნალი „დილა“;

2. სალიტერატურო ჟურნალი „ებგური“;

3. ჟურნალი „ოლე“ (ა(ა)იპ „ლიტერატურული კახეთი“);

4. საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „აფინაჟი“.

„კონკურსის მიზანია, ერთი მხრივ, საბავშვო ლიტერატურული პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა, მეორე მხრივ, რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების წახალისება, ქართველი საბავშვო და რეგიონული ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა, საგამომცემლო სექტორისა და სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.

გამარჯვებული პროექტები გამოვლენილ იქნა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ, რომელშიც ერთი წევრი კულტურის სამინისტროს წარმომადგენელია.

მოცემული კონკურსისათვის კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილ თანხებს წარსულში სსიპ „მწერალთა სახლი“ განკარგავდა, წელს კი ის პირველად ჩაატარა სსიპ „შემოქმედებითმა საქართველომ“. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 50 000 ლარია და ეს თანხა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე არის განსაზღვრული.

წარმატებას ვუსურვებთ კონკურსში გამარჯვებულებს პროექტების განხორციელებაში!“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.