საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ 
საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ 

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სწავლა 31 აგვისტოდან შეზღუდული იყო.

ამასთან, როგორც გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

დატოვე კომენტარი