საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 19.9 მლრდ ლარს გადააჭარბა
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 19.9 მლრდ ლარს გადააჭარბა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის 1-ელი დეკემბრისთვის 19.9 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 929.5 მლნ ლარით ანუ 4.9 პროცენტით მეტია 1-ელი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით მეტი).

საქარველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 671.8 მლნ ლარით ანუ 6.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2.3 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 257.7 მლნ ლარით, ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით).   

სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 32.54 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  3.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.4 პროცენტი შეადგინა.

დატოვე კომენტარი