საბანკო ასოციაცია - თვითმომსახურების ტერმინალებით გადარიცხვისას პირადი ნომრისა და SMS კოდის შეყვანა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია
საბანკო ასოციაცია - თვითმომსახურების ტერმინალებით გადარიცხვისას პირადი ნომრისა და SMS კოდის შეყვანა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია

თვითმომსახურების ტერმინალებით გადარიცხვისას პირადი ნომრისა და SMS კოდის შეყვანა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია, – აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები; ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები“, – აღნიშნულია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.