საბაჟო მონიტორინგის თემაზე საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა 8-9 თებერვალს გაიმართება
საბაჟო მონიტორინგის თემაზე საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა 8-9 თებერვალს გაიმართება

ტვირთების საბაჟო მონიტორინგის თემაზე საქართველო-რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრა შვეიცარიაში 8-9 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

მინისტრის თქმით, სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე, შესაბამის მხარეებთან ერთად შემუშავდება შემდგომი სტრატეგია.

საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) უნდა განახორციელოს.

დატოვე კომენტარი