საბაჟო გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და „კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
საბაჟო გამშვები პუნქტები „ყაზბეგი“ და „კარწახი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დარიალის ხეობაში დიდთოვლობის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ზვავსაშიშროების გამო, შეფერხებულია ავტოტრანსპორტის გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე.

„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარი, ნამქერი, შეზღუდული ხილვადობა), საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“. ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1- კმ36.5 მონაკვეთში, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ფუნქციონირებს სპეციალური სერვისი – „LIVE კამერა“, რომლის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს, 24 საათის განმავლობაში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით შეუძლია,  საბაჟო გამშვებ პუნქტებში არსებულ ვითარებას თვალი ადევნოს.