საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

12:25, 26.11.2022

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სომხეთის მოქალაქე ა.შ.-ს არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2 490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26561.18 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მსგავსი