საბაჟო-გამშვებ პუნქტებში 7.13 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

16:33, 14.08.2018

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „გუგუთი“ და „წითელი ხიდი“ 10-12 აგვისტოს პერიოდში 7.13 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური, ხოლო საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს. საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

მსგავსი