საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ „დუთი ფრის“ მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ „დუთი ფრის“ მოწყობის მიზნით აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის „დუთი ფრის“ (DUTY FREE) მოწყობის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულს იჯარის ფორმით 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცემა ადმინისტრაციულ შენობაში არსებული ფართი.

აუქციონის დასრულების ვადაა 2019 წლის 27 მაისის 16:00 საათი.

ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე.