საბა ლობჟანიძის გოლი ნავასის ავტოგოლად გაფორმდა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა შეასრულა ლიგის თასზე (Leagues Cup) მექსიკურ „პუმასთან“ შეხვედრაში, მაგრამ „ატალანტა იუნაიტედი“ მარცხისგან მაინც ვერ იხსნა – 2:3.
ლიგის თასი ჩრდილოეთ ამერიკის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც 2019 წლიდან ტარდება MLS-ის (აშშ და კანადა) და მექსიკის კლუბებს შორის. 2023 წელს ტურნირში MLS-ისა და Liga MX-ის ყველა კლუბი ჩაერთო და კონკაკაფის ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონულ თასად გარდაიქმნა. წარმატებული სამეული კონკაკაფის ჩემპიონთა თასის საგზურს იღებს, ხოლო ჩემპიონი – პირდაპირ მერვედფინალში მონაწილეობის უფლებას.
ტურნირზე „ატლანტამ“ პირველი ორივე თამაში წააგო – „ნეკაქსასთან“ 1:3, ხოლო „პუმასთან“ 2:3. ლობჟანიძემ „ატლანტაში“ 70 წუთი ითამაშა და 35-ე წუთზე მახვილი კუთხიდან „ბარსელონის“ ყოფილ მეკარე კეილორ ნავასს გაუტანა, მაგრამ რატომღაც ეს ბურთი ავტოგოლად გააფორმეს. 43-ე წუთზე კი მისი გადაცემით გავიდა გოლი, რომელმაც ქართველის გუნდი დაწინაურდა. მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკის ლიგის თასის მესამე ტურში „ატლანტა“ ისევ მექსიკურ კლუბს, „ატლასს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 აგვისტოს გაიმართება.