საბა ლობჟანიძის ეფექტური პასით „სოლტ ლეიკ რეალმა“ ამერიკის ჩემპიონატში ქულა მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

10:06, 02.08.2026

ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში (MLS) მეჩვიდმეტე ტურის მატჩი გამართა საბა ლობჟანიძის „სოლტ ლეიკ რეალმა“. იგი „სენტ ლუისს“ ესტუმრა და მატჩი ფრედ დაასრულა – 1:1.

ქართველი ფორვარდი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გამოვიდა მოედანზე და მე-60 წუთზე ეფექტური საგოლე გადაცემით სოლანს გაატანინა.

73-ე წუთზე სენტლუისელმა ჰარტელმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„რეალს“ 17 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი