საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ ამხანაგურ მატჩში „ტამპა ბეი“ დაამარცხა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძის „ატლანტამ“ ამხანაგურ მატჩში „ტამპა ბეი“ დაამარცხა #1TVSPORT

„ატლანტა იუნაიტედმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თამაშობს, სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩი გამართა და „ტამპა ბეი“ 2:0 დაამარცხა.

ფლორიდაში, ტამპას „ალ-ლანგის“ სტადიონზე USL ჩემპიონატის (აშშ-ის რანგით მეორე ლიგა) გუნდთან გამართული დაპირისპირება ლობჟანიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

39-ე წუთზე საბას გადაცემის შემდეგ გოლის გატანა ნიკ ფირმინოს შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული კარს ასცდა. 52-ე წუთზე ფირმინომ შანსი მაინც გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე „ტამპა ბეის“ მეორე ბურთი ჯამალ ტიარემ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

„ატლანტა იუნაიტედი“ შემდეგ საკონტროლო შეხვედრას 17 თებერვალს „კანზას სიტისთან“ გამართავს და ამით სეზონისთვის მზადებას დაასრულებს – საბა ლობჟანიძის გუნდი ამერიკის ჩემპიონატის (MLS) პირველი ტურის შეხვედრას 24 თებერვალს „კოლუმბუს ქრიუსთან“ სტუმრად ჩაატარებს.