საბა ლობჟანიძემ ზედიზედ მეორედ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

11:56, 10.09.2026

საბა ლობჟანიძემ ამერიკის MLS-ში ისევ გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „რეალ სოლტ ლეიკისთვის“, რომელიც გასვლაზე დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „ჰიუსტონთან“ 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ფლანგის მოთამაშე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „ჰიუსტონმა“ 87-ე წუთზე მატეუშ ბოგუშის მიერ გატანილი ბურთით მაინც გაიმარჯვა.

ანზორ მექვაბიშვილი „ჩიკაგო ფაიერში“ გადავიდა, მაგრამ ლეონელ მესის „ინტერ მაიამის“ წინააღმდეგ შეხვედრაში გუნდის განაცხადში არ იყო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „რეალ სოლტ ლეიკი“ 24 ტურის შემდეგ 29 ქულით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა და პლეიოფის ზონას ერთი ადგილით და 1 ქულით ჩამორჩება. „ჩიკაგო ფაიერი“ კი 39 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა.

მსგავსი