საბა ლობჟანიძე და „ანკარაგუჯუ“ თურქეთის სუპერლიგაში დატოვეს
საბა ლობჟანიძე და „ანკარაგუჯუ“ თურქეთის სუპერლიგაში დატოვეს

ანკარაგუჯუ” და საბა ლობჟანიძე ისევ სუპერლიგაში ითამაშებენ – ეს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამ ქვეყნის საფეხბურთო სუპერლიგის დასრულებული სეზონიდან არცერთი დაქვეითებული გუნდი ლიგას არ დატოვებს და მომდევნო სეზონი 21-გუნდიანი იქნება. საბა ლობჟანიძის კლუბმა, „ანკარაგუჯუმ“ კი ჩემპიონატში ბოლო ადგილი დაიკავა და ამ გადაწყვეტილებამ ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

თურქული გამოცემების ცნობით, სპორტის მინისტრმა, მეხმეტ მუხრემ კაშაფოღლუმ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნიჰატ ოზდემირმა კორონავირუსის შემდგომ პერიოდში გუნდების მძიმე მდგომარეობა და კლუბების თხოვნა გაითვალისწინეს და გადაწყვიტეს, რომ სუპერლიგიდან არც ერთი გუნდი არ გაეგდოთ.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თურქულ კლუბში წელს დანიური „რანდერსიდან“ გადავიდა, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა და გუნდის ლიდერი იყო. დანიური გამოცემა „ექსტრა ბლადეტის“ ცნობით, „ანკარაგუჯუმ“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერში მის ყოფილ კლუბს 2,24 მილიონი კრონი გადაუხადა, ანუ დააახლოებით 300 ათასი ევრო, მაგრამ საბა ლობჟანიძემ „ანკარაგიუჯუსთან“ კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა და ჯერ არაფერია ცნობილი, კონტრაქტი გაგრძელდება თუ არა.