საბა კვირკველია ყირგიზეთში ითამაშებს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურეთელი საბა კვირკველია კარიერას აზიაში, ყირგიზულ „ტოკტოგულში“ გააგრძელებს.
33 წლის მცველმა, რომელიც გასულ სეზონში ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
საბა კვირკველიას საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და საუდის არაბეთის კლუბებში უთამაშია. წლების განმავლობაში (2014-დან) იყო საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშე (61 მატჩი) და „ჯვაროსნების“ ფორმით ევრო 2024-ზე ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისური კლუბიდან წასული გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი, ბომბარდირი და ფეხბურთელი ბიორნ იონსენიც აზიაში, ვიეტნამში გააგრძელებს კარიერას.