საბა კვირკველია - გრიზმანის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა 
საბა კვირკველია - გრიზმანის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა 

მოსკოვის “ლოკომოტივის” ქართველმა მცველმა საბა კვირკველია ევროპის ლიგის მერვედფინალის წილისყრას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი გუნდი მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვდება.

“მოხარული ვარ, რადგან ეს არის უმაღლესი დონის სტაბილური გუნდი. ეს იქნება კარგი გაკვეთილი “ლოკომოტივისთვის“. ყოველთვის ვუყურებ მადრიდელთა მატჩებს, რადგან ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ.
დიეგო სიმეონე – ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია მსოფლიოში, თუმცა სიომინი მოიფიქრებს რამეს მის წინააღმდეგ. მადრიდელებს იოლი გასეირნება არ ექნებათ. ჩემთვის გრიზმანის პირისპირ თამაში დიდი გამოწვევაა”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა.