საბა ხარებაშვილმა „ბაშაქშეჰირში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა #1TVSPORT
საბა ხარებაშვილმა თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მისმა „ისტამბულ ბაშაქშეჰირმა“ „გალათასარაის“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.
ქართველი მცველი თურქულ კლუბში ზაფხულში გადავიდა, მაგრამ სრულწლოვნებამდე თამაშის უფლება არ ჰქონდა. საბა 18 წლის 3 სექტემბერს გახდა და თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა მეორე დღესვე ჩაატარა.
საბა ხარებაშვილი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თამაში კი 6,4 ქულით შეაფასეს.