საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წარუმატებელი გამოდგა საბა გოგლიჩიძის „ემპოლისთვის“ იტალიის ჩემპიონატში „მილანთან“ დაპირისპირება, რომელიც „როსონიერის“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საქართელოს ნაკრების მცველი თავიდან სათადარიგოებში იყო, მაგრამ 28-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი მატია ვიტი შეცვალა. შესვენებამდე მისთვის ცუდი არაფერი მომხდარა, მაგრამ მეორე ტაიმის ემოციურმა გაგრძელებამ კი თამაშს დაღი დაასვა.

55-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „მილანის“ მცველი ტომორი მოედნიდან გააძევა. 10 წუთში მისი ბედი „ემპოლის“ მოთამაშე მარიანუჩიმ გაიზიარა, 68-ე წუთზე კი რაფა ლეაომ გოგლიჩიძეს პოზიციისთვის ბრძოლა მოუგო და ანგარიში გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ხიმენესმა დააფიქსირა და მილანმა 2:0 მოიგო.

იტალიის სერია A-ში გამართული 24 ტურის შემდეგ „ემპოლი“ 21 ქულით მე-17 პოზიციაზეა და პლეი აუტის ზონას მხოლოდ ქულით ასწრებს.