საბა გოგლიჩიძემ შეცვლაზე ითამაშა - „ემპოლი“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ შეცვლაზე ითამაშა - „ემპოლი“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

​საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სერია A-ში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე იგებდა, საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა 1:4.

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მცველი „ემპოლის“ სათადარიგოთა შორის მოხვდა, მოედანზე კი 64-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ტრავმირებული არდიან ისმაილის ნაცვლად გამოჩნდა.

ემპოლიმ“ პირველი ნახევარი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე, კაპიტანთან ერთად, ნახევარმცველი სიმონ ჟურკოვსკი დაკარგა, ამას გარდა, მოთამაშე გაუძევეს, ტურინულ გრანდს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ემპოლიმ“, რომელიც სერია A-ში სეზონის დასაწყისში ლიდერებში იყო, ზედიზედ მერვე მატჩი ვერ მოიგო და 23-ე ტურის შემდეგ 21 ქულით მე-17 ადგილზე დაქვეითდა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ ქულით ასწრებს.