საბა გოგლიჩიძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა [ვიდეო] #1TVSPORT
„უდინეზემ“ ახალწვეულის, საბა გოგლიჩიძის ვიდეო გაავრცელა, სადაც მან ახალ კლუბში გადასვლაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
„მოგესალმებით, ბედნიერი ვარ ჩემი ახალი გუნდით და აქ ყოფნით. „უდინეზეს“ ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა და ქართული დროშა“, – თქვა საბა გოგლიჩიძემ.
გოგლიჩიძე „უდინეზემ“ „ემპოლიდან“ ოთხ მილიონი ევროდ შეიძინა. 20 წლის მცველს „მილანში“, „იუვენტუსსა“ და „პარმაში“ იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ კონკურენტებს „უდინეზემ“ აჯობა და ქართველ მცველთნ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძის ხელფასი წელიწადში 600 ათასი ევრო იქნება.