საბა გოგლიჩიძე „უოტფორდს“ დაემშვიდობა - „ჯვაროსნების“ მცველი „უდინეზეს“ უბრუნდება #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე „უოტფორდს“ დაემშვიდობა - „ჯვაროსნების“ მცველი „უდინეზეს“ უბრუნდება #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძემ მადლობა გადაუხადა ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდს“ და იჯარის დასრულების შემდეგ სერია A-ს „უდინეზეს“ დაუბრუნდა.

„ეს იყო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ნახევარი წელი. ვაფასებ მთლიანად კლუბს, ფეხბურთელებს, სტაფს, ქალაქს და გამორჩეულ გულშემატკივარს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“ – დაწერა საბა გოგლიჩიძემ სოციალურ ქსელში.

„ქართველმა მცველმა იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლოს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 12 მატჩი ჩაატარა და თავდაპირველად ცენტრალურ დაცვაში შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. თებერვლის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე ცხრა მატჩიდან რვაში სასტარტო შემადგენლობაში იყო“, – ეს გამოცემა watfordobserver-ზე გამოქვეყნებული წერილის ფრაგმენტია.