საბა გოგლიჩიძე „მონცაში“ ითამაშებს #1TVSPORT

16:01, 01.09.2026

საბა გოგლიჩიძემ „უდინეზე“ დატოვა და ერთწლიანი იჯარით ითამაშებს ასევე სერია A-ს „მონცაში“, რომელსაც ქართველი მცველის გამოსყიდვის უფლება ექნება, – ინფორმაციას geoteam ავრცელებს.

ამ თემაზე წერს იტალიური გამოცემა tuttoudinese:

„უოტფორდთან“ იჯარის ამოწურვის შემდეგ, ქართველი მცველი „უდინეზეში“ დაბრუნდა, სადაც არ თამაშობდა. კლუბმა მიაღწია შეთანხმებას „მონცასთან“ გოგლიჩიძის ტრანსფერზე: სამედიცინო შემოწმება დღეს შუადღისას არის დაგეგმილი და კონტრაქტიც გაფორმდება. გარიგება გამოსყიდვის ოფციას ითვალისწინებს“, – წერს tuttoudinese.

„უდინეზე“ აგრძელებს გუნდის ოპტიმიზაციაზე მუშაობას, სხვა კლუბებში უშვებს ფეხბურთელებს, რომლებსაც მწვრთნელი რუნიაიჩი ძირითადი შემადგენლობის წევრებად არ განიხილავს“, – ეს ტრანსფერების ბაზრის ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს სიტყვებია.

მსგავსი