საბა ფურცელაძე დევისის თასის პირველ შეხვედრაში ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიოს II ჯგუფში მექსიკის გუნდს მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში საბა ფურცელაძე ალან ფერნანდო რუბიო ფიეროსთან ორ სეტში, 6:7 (3:7), 4:6 დამარცხდა.
ლეილა მესხის სახელობის კორტებზე დღეს ერთეულთა თანრიგის მეორე შეხვედრაც გაიმართება, ალექსანდრე ბაკში მექსიკის ნაკრების პირველ ნომერს, როდრიგო პაჩეკო მენდეზს შეხვდება.
ხვალ წყვილთა თანრიგის ერთი და ერთეულთა თანრიგის ორი მატჩი შედგება. დევისის თასის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი გთავაზობთ.