საბა ბუაძე - ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმოწერა იქნება დოკუმენტზე, ვინაიდან კრიზისის გადაჭრას სჭირდება ერთსულოვნება
საბა ბუაძე - ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმოწერა იქნება დოკუმენტზე, ვინაიდან კრიზისის გადაჭრას სჭირდება ერთსულოვნება

შეგნებულად არ შევალ შეფასებებში, ვინ, რატომ მოაწერა და არ მოაწერა ამ დოკუმენტს ხელი. თუმცა მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმოწერა იქნება ამ დოკუმენტზე, ვინაიდან კრიზისის გადაჭრას სჭირდება ერთსულოვნება, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

საბა ბუაძე იმედოვნებს, რომ ყველა ჯგუფი მოაწერს შეთანხმების დოკუმენტს ხელს და პოლიტიკური კრიზისი დასრულება.

„იმედი მაქვს, ყველა ჯგუფი მოაწერს ამ შეთანხმებას ხელს და პოლიტიკური კრიზისი დასრულება. საქართველოში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს ყველა ის ქმედება, რომელიც ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და ქვეყანაში არეულობას. ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ იბრძოდა „ლელო“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში აუცილებელი არის სტაბილური პოლიტიკური გარემო და სწორედ ამ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნის წინაპირობა არის ეს პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც დაამშვიდებს ვნებათაღელვას და ქვეყანას გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან, გვექნება შესაძლებლობა, რომ რუსული ოკუპაციის გამო ქვეყანაში არსებულ არაერთ ძალიან ბევრ გამოწვევაზე გავაგრძელოთ უკვე მუშაობა პარლამენტში“, – განაცხადა საბა ბუაძემ.