საბა ბუაძე - შესაძლოა, რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ განსხვავებული აზრის დაფიქსირების ფორმა ელემენტარულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს
საბა ბუაძე - შესაძლოა, რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ განსხვავებული აზრის დაფიქსირების ფორმა ელემენტარულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, შესაძლოა, რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს არ ეთანხმებოდნენ, თუმცა განსხვავებული აზრის დაფიქსირების ფორმა პოლიტიკურ კომუნიკაციაში არსებულ ელემენტარულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

საბა ბუაძე მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„შეიძლება, ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, მაგრამ ჩვენი განსხვავებული აზრის დაფიქსირების ფორმა ყოველთვის უნდა იყოს შესაბამისობაში იმ ელემენტარულ სტანდარტებთან, რომელიც პოლიტიკურ კომუნიკაციაში არსებობს“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.