საბა ბუაძე - საერთაშორისო ფასილიტატორების მიღმა, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია
საბა ბუაძე - საერთაშორისო ფასილიტატორების მიღმა, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია

„ლელოს“ წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ „ქართულ ოცნებასთან“ დიპლომატების გარეშე, ინდივიდუალური შეხვედრა არ ჰქონია.

„ირაკლი კობახიძე ტყუის, როგორც სხვა შემთხვევაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ნდობა არ შეიძლება და მათი სიტყვის ფასი არის ნულის ტოლი. ამიტომაც ამ პროცესში ვმინაწილეობთ სწორედ ჩვენი საერთაშირისო პარტიორების დახმარებით. საერთაშორისო ფასილიტატორების მიღმა, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ამ მოლაპარაკებების პროცესში. იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციას შეთავაზებული აქვს, „ქართული ოცნება“ ისევ დუმს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.