საბა ბუაძე - ოპოზიცია დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია და არავითარი დაპირისპირება არ არსებობს
საბა ბუაძე - ოპოზიცია დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია და არავითარი დაპირისპირება არ არსებობს

„ლელოს“ წევრ საბა ბუაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია და ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციის მოსაზრებები არ შეცვლილა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ მოახერხა და გაერთიანდა ზეპარტიული, სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად, რის გამოც ამ ერთიანობას ყველა უნდა გაუფრთხილდეს.

„ერთიანი ოპოზიციური შეთავაზება, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას მივაწოდეთ, ჯერჯერობით განხილვის პროცესშია, ხელისუფლებას არ მოუწოდებია პასუხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ცხადია, ოპოზიციის მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ეს არის ერთიანი ნაწილი ამ ოპოზიციური შეთავაზებისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ხელისუფლებას გავუზიარეთ.

ოპოზიცია დღეს არის უპრეცედენტოდ ერთიანი. აქედან გამომდინარე, არანაირი დაპირისპირება ოპოზიციაში არ არსებობს, ჩვენ ერთიანად ვარძელებთ მსვლელობას საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის. ის, რასაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს მამუკა ხაზარაძეზე, მე მგონი ირაკლი ოქრუაშვილზე უფრი მეტად მეტყველებს, ვიდრე იმ ადამიანებზე, ვისაც ამ განცხადებებით ეხმიანება. ოპოზიციამ მოახერხა და გაერთიანდა ზეპარტიული და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად, ამიტომ ამ ოპოზიციურ ერთიანობას ყველა ძალიან კარგად უნდა გაუფრთხილდეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

„თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“, – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და „ვეფხისტყაოსნის“ ციტატით მამუკა ხაზარაძეს მიმართავს.