საბა ბუაძე - მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გვესმოდა
საბა ბუაძე - მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გვესმოდა

„ლელო“ წარსულშიც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ როლს თამაშობდა ოპოზიციაში მოსაზრებების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის მიმართულებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი არის აგებული, იმ ოთხპუნქტიანი მოთხოვნის გარშემო, რომელიც ფასილიტატორების მეშვეობით გადაეცა „ქართულ ოცნებას“ და ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური დღის წესრიგი, რომლის ქვაკუთხედიც არის ახალი არჩევნების ჩატარება.

„ლელო“ სწორედ ამ მიზნის გარშემო აპირებს მუშაობის გაგრძელებას. „ლელო“ წარსულშიც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვან, პოზიტიურ როლს თამაშობდა ოპოზიციაში მოსაზრებების გაერთიანებისა და კონსოლიდაციის მიმართულებით. ჩვენ ამ ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, ამის მიუხედავად დღის წესრიგი არის საკმაოდ ნათელი, ამ ძალიან მუქ ფერებში სიტუაციის წარმოჩენას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს ისევ მისცეს უფლება, რომ ოპოზიციას ელაპარაკოს ხელის გადაგრეხვის მოდუსში. ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებთ ჩვენ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით მუშაობას და მზად ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, იმ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ერთიანად წარუდგინა ხელისუფლებას. მოსალაპარაკებელი და საკონსულტაციო არაფერი არ არის, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგი, რომლის ნაწილიც არის ყველა ოპოზიციური პარტია. თუ ვინმემ ამ დღის წესრიგიდან გადაუხვია, საზოგადოებას უნდა განუმარტონ, რატომ აღარ არიან ნაწილი იმ საერთო ოპოზიციური მოთხოვნისა, რომელსაც ხელი მოაწერეს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ხელს უშლის დაპირისპირება და ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ისმოდა.

„თუ ეს რიტორიკა შეწყდება, ყოველთვის მზად ვართ, ვილაპარაკოთ „ქართულ ოცნებასთან“. ჯერ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ერთიანი არის ბოიკოტში. ბოიკოტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“. ამიტომაც ყველანი კარგად უნდა გავუფრთხილდეთ ამ ერთიან ბოიკოტს და ერთიან სულისკვეთებას, რომელიც არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რასაც შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულება“, – განაცხადა ბუაძემ.

ლელოს მიაჩნია ყველაზე მნიშვმნელოვნად გულწრფელი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის და ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურად დმუშაობას ამ მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ ამ კრიზისის დაძლევიუსათვის.

დატოვე კომენტარი