საბა ბუაძე - მიხარია, რომ „გირჩის“ მოლაპარაკებები მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ გაგრძელდება და ოპოზიცია დაისვენებს
საბა ბუაძე - მიხარია, რომ „გირჩის“ მოლაპარაკებები მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ გაგრძელდება და ოპოზიცია დაისვენებს

„ლელოს“ წევრ საბა ბუაძის განცხადებით, ის მიესალმება, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის “ მოლაპარაკებები ინდივიდუალურ ფორმატში გაგრძელდება.

„მიხარია, რომ მათი მოლაპარაკებები უკვე გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიცია ამოისუნთქავს, დაისვენებს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„ვაპირებთ, რისიც გვჯერა, ის გავაკეთოთ, წავიდეთ და „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად დაველაპარაკოთ, რადგან ხელოვნური კრიზისის შექმნის მონაწილე გვგონია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.