საბა ბუაძე - მესამე რაუნდი იქამდე არ გაიმართება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ექნება კონკრეტული წინადადებები კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით
საბა ბუაძე - მესამე რაუნდი იქამდე არ გაიმართება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ექნება კონკრეტული წინადადებები კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით

მესამე რაუნდი იქამდე არ გაიმართება, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ არ ექნება კონკრეტული წინადადებები კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ არის ცნობილი, რაც მესამე რაუნდის გამართვას ხელს უშლის.

„ჩვენი შეთავაზებით კიდევ ერთხელ გავაფართოვეთ კონსენსუსისთვის სივრცე, ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, რომ თავისი საპასუხო წინადადება წარმოადგინოს. სამწუხაროა, რომ უკვე მერამდენე კვირა გადის ისე ,რომ მათ პოზიციას ვერ ვისმენთ. ერთადერთი ვისმენთ იმას, რომ აწესებენ წითელ ხაზებს და ამბობენ, როგორ არ მოხდება შეთანხმება, რაც აჩვენებს ცუდ სულისკვეთებას. აუცილებელია, „ქართული ოცნება“ წამოვიდეს ამ შეთავაზებაზე და გაითავისოს, რომ დათბობა არის აუცილებელი.

მესამე რაუნდის ჩატარებას ხელს უშლის ქართული ოცნების მხრიდან სიცხადის არ არსებობა, ის, რომ არ ვიცით მათი პოზიცია. რომ არ ვიცით მათი წინადადებები ამ კრიზისის დასრულების, ართულებს მესამე რაუნდის გამართვას“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელჩების გადასცეს დოკუმენტი, სადაც სამი მთავარი პუნქტია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება.