საბა ბუაძე - პოლიტიკური დევნის მყისიერად დასრულების გარეშე ყინული ვერ დაიძვრება
საბა ბუაძე - პოლიტიკური დევნის მყისიერად დასრულების გარეშე ყინული ვერ დაიძვრება

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, „ლელო“ პარლამენტში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ შევა.

მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, შეთანხმების სხვა პირობებზე გაგრძელდეს მუშაობა.

„რასაკვირველია, პოლიტიკური დევნის მყისიერად დასრულების გარეშე, ეს ყინული ვერ დაიძვრება, ეს შეთანხმება ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება შესრულებულად. ამიტომ აუცილებელია, მოხდეს პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რათა მოვახერხოთ და შეთანხმების სხვა პუნქტების შესრულებაზე გავაგრძელოთ მუშაობა.

„ლელო“ პარლამენტში შევა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ. ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას მყისიერად დაასრულებს და ამის შემდეგ უკვე გავაგრძელებთ მუშაობას იმ პირობების შესასრულებლად, რომელიც არის ამ შეთანხმებაში“, – განაცხადა ბუაძემ.

დატოვე კომენტარი