საბა ბუაძე - ჯიმ რიშის და ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დამანგრეველი ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს
საბა ბუაძე - ჯიმ რიშის და ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დამანგრეველი ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს

ჯიმ რიშის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის დამანგრეველი ნაბიჯები, რომელსაც „ქართული ოცნება“ უკანასკნელი კვირების განმავლობაში დგამს ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაგვირგვინდა მაშინ, როდესაც „ირაკლი კობახიძემ დაანონსა ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება და პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსების გაუქმებაზე დაიწყო საუბარი“.

„ბუნებრივია, ეს არის არადემოკრატიული და არაკონსტიტუციური ნაბიჯი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ასეთადვე აღიქვამენ ამ ძალიან მტრულ და არაკონსტრუქციულ რიტორიკას, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ისმის“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით, უნდა ეცადონ, ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს.